Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


მომავლის ელექტრონული მხარე

2000-იანების ბოლო წლებიდან დაწყებული, ჩვენ უფრო და უფრო მეტი რაოდენობის ელექტრო ავტომობილებს ვამჩნევთ ჩვენს გარშემო. თუმცა თუ საკითხი ასეთი ავტომობილის შეძენაზე მიდგება, საინტერესოა რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი ასრტიმენტის წყალობით, Tesla ელექტრო ავტომობილების ბაზარზე ყველაზე ცნობილ სახელს წარმოადგენს. თუმცა მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მომხმარებლების უმეტესობა მაღალი ფასის გამო თავს ვერ აძლევდა ასეთი სატრანსპორტო საშუალების შეძენის საშუალებას. შესაბამისად, Tesla, 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების და ერთჯერადი დამუხტვით 354 კმ-ის დაფარვის რესურსის მქონე, Model 3-ის წარმოებას შეუდგა. Chevrolet Bolt-ს 383-ის გავლა შეუძლია და მისი ღირებულება 37 ათას აშშ დოლარს შეადგენს. Nissan Leaf-ი 30 ათასი აშშ დოლარი ღირს და ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტად ითვლება, თუმცა მის მთავარ ნაკლოვანებად 243 კმ-ის გავლის რესურსი ითვლება. ნამდვილად რთული თქმა თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ ამ ბაზარზე. ყველასათვის მოულოდნელად Porsche-მ გაიღო ძალისხმევა და ახლახანს წარმოადგინა 300 მილზე მეტი სისწრაფის მქონე სპორტული ელექტრო ავტომობილის კონცეპტი. Porsche Mission E უდავოდ წარმოადგენს საავტოომობილო ინდუსტრიის მომავალს. BMW-ს ელექტრო მხარე კი ფუტურისტული i8 და i3-ით არის წარმოდგენილი.

ისტორიის ანგარიშის შეძენით თქვენ შეძლებთ ათასების დაზოგვას