Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


უსაფრთხოების ღვედი ანუ „ცოტაოდენი ნილს ბოლინი ყველა ავტომობილშია“

ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ღვედის მნიშვნელობაზე დიდი ხანია აღარავინ კამათობს. ისტორიაში პირველი დაპატენტებული ღვედის გამოგონებას ამერიკელ ედვარდ ქლეგორნს მიაწერენ. მისი გამოგონებით ნიუ იორკში სარგებლობდნენ ქალაქის ტაქსებში ტურისტების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისათვის. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ში უსაფრთხოების ღვედების ტესტირებას შეუდგნენ და მისი ეფექტის დადგენის შემდეგ ავტომწარმოებლებს მეცნიერები ღვედების დაყენებას სთხოვდნენ. შედეგად, მხოლოდ რბოლისათვის განკუთვნილ სპორტულ ავტომობილებზე დაიწყეს ღვედების გამოყენება.

ნამდვილი გადატრიალება 1958 წელს მოხდა, როდესაც შვედმა ინჟინერმა ნილს ივარ ბოლინმა ე.წ. სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი შექმნა. ცნობილმა ავტომწარმოებელმა VOLVO-მ მაშინვე დაიქირავა ბოლინი და ამგვარად შეიქმნა ღვედი, რომელიც ავტომობილის სამ სხვადასხვა წერტილში მაგრდება და რომლითაც დღემდე წარმატებით ვსარგებლობთ. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი ღვედის დიზაინი VOLVO-მ სხვა ავტომწარმოებლებისათვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა. 2002 წელს, ბოლინის გარდაცვალების შემდეგ, VOLVO-ს დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ოთხი ათწლეულის განმავლობაში მილიონზე მეტი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი სწორედ აღნიშნული ღვედის წყალობით.

ისტორიის ანგარიშის შეძენით თქვენ შეძლებთ ათასების დაზოგვას