Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


ლამბორგინი, ადამიანი ოცნებებით

ფერუჩიო ლამბორგინი 1916 წლის 28 აპრილს რენაცოში, ფერმერების ოჯახში დაიბადა. მშობლებისგან განსხვავებით, მას მექანიკის სფერო უფრო იზიდავდა და მოგვიანებით ბოლონიის ტექნიკურ სასწავლებელში მოახერხა განათლების მიღება.

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იტალიის საჰაერო ძალების სატრანსპორტო დანაყოფში მსახურობდა. ომის დასრულების შემდეგ კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც 1949 წელს Lamborghini Trattori ქარხანა შექმნა და ტრაქტორების წარმოებას შეუდგა. სულ ცოტა ხანში Lamborghini-ს ტრაქტორები იტალიის მასშტაბით საუკეთესოდ იქნა აღიარებული.

მას შემდეგ, რაც ტრაქტორების წარმოებამ ლამბორგინის სიმდიდრე და წარმატება მოუტანა, ფერუჩიომ 1958 წელს საოცნებო Ferrari შეიძინა. თუმცა ლამბორგინისთვის ავტომობილი ზედმეტად ხმაურიანი და გზებზე გადაადგილებისას უხეში აღმოჩნდა. ავტომობილს ასევე აღმოაჩნდა პრობლემური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ხშირ შეკეთებას საჭიროებდა.

ლამბორგინიმ საკუთარი უკმაყოფილება უშუალოდ ენცო ფერარის გაუზიარა, თუმცა ცნობილმა ავტომწარმოებელმა ტრაქტორების მწარმოებლისგან მიღებული შენიშვნები არასერიოზულად ჩათვალა. შეურაცხყოფილი ლამბორგინი დაუყოვნებლივ შეუდგა საკუთარ ავტომობილზე მუშაობას და უკვე 4 თვეში, 1963 წლის ოქტომბერში, ტურინის ავტოგამოფენაზე Lamborghini 350 GTV-ს წარდგენა შეძლო. 1964 წლის დასასრულისთვის კი Lamborghini-ის პირველი ცამეტი ავტომობილი იქნა წარმატებით რეალიზებული.

ისტორიის ანგარიშის შეძენით თქვენ შეძლებთ ათასების დაზოგვას