Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პირადი ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას როდესაც ახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, ახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროდუქტის/მომსახურების შეკვეთას, პასუხობთ ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, ავსებთ სპეციალურ ფორმებს, ან აწერთ ხელს საინფორმაციო ბიულეტინს.

ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთის განთავსების ან დარეგისტრირებისას, ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოგთხოვოთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რაც შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს: ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, საკრედიტო/სადებეტო ბარათის ინფორმაცია და/ან სხვა სახის ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია პიროვნების იდენტიფიცირებასთან. თქვენს მიერ მოწოდებული საკრედიტო/სადებეტო ბარათის ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ბილინგისა და მომხმარებელთა მხარდამჭერი მიზნებისათვის. ჩვენ თვითნებურად არ გავამჟღავნებთ საკრედიტო/სადებეტო ბარათის ინფორმაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებში.

 

არაპირადი ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების შესახებ, თუ ისინი დაუკავშირდებიან ჩვენს ვებ. გვერდს. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს ბრაუზერის სახელს, მოწყობილობის/კომპიუტერის ტიპს და სხვა ტექნიკურ ინფორმაციას მომხმარებლების კავშირის საშუალებების შესახებ ჩვენს ვებ.გვერდთან, როგორიცაა საოპერაციო სისტემა და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების გამოყენებული და ახალი მსგავსი სახის ინფორმაცია.

 

შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ერთი ან ყველა შემდეგი მიზნებისათვის:

  • თქვენი გამოცდილების პერსონალიზირება
  • ჩვენი ვებ გვერდის დახვეწა
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
  • ტრანსაქციების განხორციელება
  • მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა
  • შეტყობინებების დაგზავნე ელ ფოსტის მეშვეობით

ჩვენ არ გადავცემთ, გავყიდით ან გავცვლით შეგროვებულ ინფორმაციას სხვა მხარეს. ეს არ ეხება იმ ნდობით აღჭურვილ მესამე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია ვებ- გვერდის ოპერაციების, ბიზნესის ან მომსახურების გაწევის დახმარებაზე. აღნიშნულ მხარეებთან ფორმდება კონფიდენციალურობის დაცის ხელშეკრულება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

Web Browser Cookies გამოყენება

ჩვენს ვებ-გვერდს შეუძლია გამოიყენოს „Cookies“ თქვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. მომხმარებლის ვებ. ბრაუზერი განათავსებს „Cookies“ საკუთარ მყარ დისკზე ჩანაწერების შენახვის მიზნით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მათი ვებ ბრაუზერი და უარი თქვათ „Cookies“-ზე ან იყოთ ყურადღებით როდესაც „Cookies“ იგზავნება. „Cookies“-ზე უარის თქმის შემთხვევაში, მიაქცეთ ყურადღება, რომ ვებ-გვერდის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა არ ფუნქციონირებდეს სრულყოფილად.

 

შეგროვებული ინფორმაციის დაცვა

ჩვენ ვიყენებთ სისტემების მისაწვდომობის კონტროლს თქვენი ინფორმაციის დასაცავად. ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენს სისტემებზე წვდომას არაავტორიზირებული მცდელობების გამოსავლენად ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად. Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგია გამოიყენება ყველა მნიშვნელოვანი და საკრედიტო/სადებეტო ბარათის ინფორმაციის გადასაცემად რასაც თქვენ გვაწვდით.

 

შპს ვინსპექტის მომსახურების პირობების შესახებ

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს მომსახურების პირობებს. აღნიშნული პირობები მოიცავს შეზღუდვებს, უარყოფას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობასთან დაკავშირებული ვალდებულებების გამოყენებას.

 

ცვლილებები კონფოდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შესაბამისად, გთხოვთ გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტს დროდადრო ნებისმიერი სახის რეგულირების/ცვლილების იდენტიფიცირების მიზნით.