Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


VINSPECT LLC მომსახურების პირობები

ჩვენი ვებ-გვერდის (vinspect.net ან vinspect.ge) დათვალიერებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის გასაგრძელებლად აუცილებელია ეთანხმებოდეთ წინამდებარე მომსახურების პირობებს და იცავდეთ მათ. მოცემული პირობები, AutoCheck-ის, ClearVIN-ის, NMVTIS-ის მომსახურების პირობებთან და შპს ვინსპექტის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, არეგულირებს ჩვენი ვებ-გვერდის (vinspect.net ან vinspect.ge) მეშვეობით თქვენსა და ჩვენს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.

მოცემული ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ღებულობთ მოცემული მომსახურების პირობების განუხრელად დაცვის ვალდებულებას. თუ თქვენ უპირატესობას არ ანიჭებთ წინამდებარე პირობების დაცვასა და შესრულებას, გთხოვთ შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურებების გამოყენება და დაუყოვნებლივ დატოვოთ ჩვენი ვებ-გვერდი.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენსა და შპს ვინსპექტს შორის, რომელიც განსაზღვრავს vinspect.net ან vinspect.ge ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებითა და/ან მომსახურებით (შემდგომში „მომსახურება“) სარგებლობის წესებს.

შპს ვინსპექტი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განაახლოს და/ან შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე მომსახურების პირობებში. ნუ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით თუ თქვენ არ ეთანხმებით ასეთ ცვლილებებს ჩვენის მხრიდან. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შესაბამისი მიზეზით ან მიზეზის გარეშე, მათ შორის მოცემული პირობების დაუცველობის მიზეზით, შევზღუდოთ ჩვენს რომელიმე მომსახურებასთან თქვენი წვდომა.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ისტორიის სხვადასხვა ტიპის ანგარიშებიდან და ავტო აუქციონების ანგარიშებიდან ავტოდილერებისა და მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი, რეალური დროის შესაბამისი მონაცემების მიწოდებას.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ისტორიის შესახებ ანგარიში შესაძლებელია შეიცავდეს ინფორმაციას ავტოაუქციონის მონაცემთა ბაზიდან თუ შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება რეალიზებულია აუქციონის მეშვეობით. აღნიშნული მოიცავს ფოტოებსა და დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებას გააჩნდა წვდომა ავტოაუქციონის ვებ-გვერდზე, მაშინ, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელმისაწვდომი იყო სარეალიზაციოდ. ჩვენ არ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვდით ან ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ღებულობთ ანგარიშების მეშვეობით, ყოველთვის ზუსტი და/ან სრულია. მისი მოწოდება ხდება მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულებით და მას არ უნდა დავეყრდნოთ როგორც ინფორმაციის ერთადერთ წყაროს მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვისას. მხოლოდ მომხმარებელი რისკავს იმ შემთხვევაში, თუ იგი ბოლომდე ენდობა ასეთი ინფორმაციის სისწორესა და სიზუსტეს.

შპს ვინსპექტის მომსახურებით სარგებლობისათვის, აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა. ჩვენს ვებ-გვერდზე წვდომის შესანარჩუნებლად, რეკომენდირებულია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა. ჩვენ არ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ თქვენი კომპიუტერი ან ხელსაწყო თავსებადი იქნება ჩვენს მომსახურებასთან. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს, თუ თქვენ ვერ მოახდენთ ჩვენს გვერდზე ან მომსახურებაზე წვდომას, ასევე ასეთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიძლევით გადახდილი თანხის დაბრუნების არანაირ გარანტიას.

ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც არის 16 წლის და/ან უფროსი ასაკის, მაგრამ 18 წლამდე ასაკის მომხმარებელი ვალდებულია გააჩნდეს დასაბუთება, რომ გააჩნია მშობლის ან მეურვის მხრიდან წინამდებარე პირობების დაცვასა და შესრულებაზე თანხმობა.

ჩვენ უზრუნველვყობთ უწყვეტ მომსახურებას, თუმცა ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენ არასოდეს დადგებით ჩვენი მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების პრობლემის წინაშე. ჩვენი მომსახურების მობილური სისტემის, ინტერნეტ ქსელის ან საზოგადოებრივი სატელეფონო ქსელის მეშვეობით მიღებისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ელ-ენერგიის გათიშვებს ან ელ-ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ სხვაგვარ შეფერხებებს, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და ჩვენ ამაზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერ დროს შევცვალოთ მომსახურებასთან დაკავშირებული შეთავაზებები რათა უზრუნველვყოთ რეგულაციებთან შესაბამისობა და ცალკეული შეთავაზებების აქტუალურობა. ჩვენს სისტემაში განხორციელებულმა განახლებებმა შესაძლებელია აუცილებელი გახადოს ჩვენი მომსახურების შეზღუდვა ან შეჩერებაც კი.

ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვაკონტროლოთ ნებისმიერი კონტენტი, რაც ვრცელდება ჩვენი მომსახურების გამოყენების მეშვეობით. კონტენტი წარმოადგენს იმ მომწოდებლის ერთადერთ პასუხისმგებლობას, რომელიც აწვდის მონაცემებს ჩვენს სისტემას. შესაბამისად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კონტენტი, რომელსაც თქვენ წააწყდებით, შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, უკანონო ან სხვამხრივ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი საკითხი.

ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციაზე, რომელიც წაშლილია ან გაცემულია სისტემიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი მომსახურების გამოყენების შეზღუდვის უფლება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ფორმით.

ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს, წავშალოთ ან არ გავავრცელოთ ნებისმიერი ისეთი კონტენტი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინეტერესებს. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერი მესამე მხარის კონტენტზე და უფლება გვაქვს ვიქონიოთ წვდომა და/ან გავამხილოთ ინფორმაცია, რაც აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებისათვის, მომსახურების პირობების დასაცავად, სხვა კიბერ-საფრთხეებისა და ტექნიკური პრობლემებისგან დაცვისთვის, ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის გაცემისთვის, ვინსპექტის, მისი მომხმარებლებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის. მოცემული პირობების ნებისმიერ დროს შეცვლასთან ერთად, ვინსპექტის, ასევე უფლება აქვს შეწყვიტოს მისი მომსახურება ნებისმიერ დროს და/ან თქვენ შეგაწყვეტინოთ მისი მომსახურებით სარგებლობა, საამისო მიზეზით ან მის გარეშე.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისათვის შეიძლება დაგჭირდეთ ვინსპექტის ვებ გვერდზე საკუთარი ანგარიშის გახსნა. ჩვენ საერთოდ ვზღუდავთ ანგარიშის რეგისტრაციას ერთი ფიზიკური პირისთვის და შესაბამისად არ ხორციელდება ანგარიშებს შორის გადარიცხვა.

- ანგარიშის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს იგივე, რასაც ფიზიკური პირი იყენებს მისი იდენტიფიკაციის მეთოდისთვის. ერთ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ერთი ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ დამატებით ანგარიშს შექმნით, მოგიწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა. ასევე უნდა მოიპოვოთ წერილობითი ნებართვა იმისათვის, რომ გადასცეთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ მესამე მხარეს. ჩვენი მიზანი არ არის არ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ანგარიშის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც არ ირიცხება არანაირი დავალიანება.

- ჩვენ უფლება გვაქვს შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ჩვენი მხრიდან ასეთი მოქმედების შემთხვევაში, თქვენ ვერ დაიბრუნებთ თანხას ან მიიღებთ რაიმე კომპენსაციას რაიმე გზით, წევრობის დარჩენილი პერიოდისთვის ან სხვა რაიმე მიზეზით.

- გადაუხდელი ანგარიშების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

- თუ თქვენ არღვევთ მომსახურების პირობებს, ან აგვიანებთ გადახდას, რასაც შედეგად მოსდევს თქვენი ანგარიშის შეჩერება ან შეწყვეტა, შპს ვინსპექტი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს ნებისმიერი ანგარიში, რომელსაც ფლობთ თქვენ ან თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი.

- მონაცემებსა და ელექტრონულ ჩანაწერებზე წვდომის შესანარჩუნებლად, აუცილებელია გაგაჩნდეთ შესაბამისი კომპიუტერული აღჭურვილობა. vinspect.net ან vinspect.ge-ისთვის საკუთარი მონაცემების წარდგენის მეშვეობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ დაიცავთ მომსახურების პირობებს და გადაიხდით საფასურს ყველა იმ გარიგებისთვის, რომლებშიც მონაწილეობის მიღებაზეც თქვენის მხრიდან თანხმობას აცხადებთ. აღნიშნული მოიცავს გაუქმების, კონტრაქტების, განაცხადების და პოლიტიკების შესახებ შეტყობინებებს.

- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი მომსახურების ფასები და ხელმისაწვდომობა.

- შესაძლებელია ჩვენი მხრიდან საჭირო გახდეს თქვენგან ანგარიშის გახსნის მოთხოვნა ჩვენი მომსახურებით სარგებლობის მიზნით, რაც მოითხოვს გადასახადის/საფასურის გადახდას. ეწვიეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის დანაყოფს გადასახადების/საფასურის შესახებ ინფორმაციისთვის.

- ჩვენ უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს შევცვალოთ ანგარიშების გამოწერის მეთოდი ან გადასახდელები.

- თუ თქვენ წევრობის გაუქმება გსურთ, თქვენ ამის განხორციელება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თქვენს ანგარიშზე არსებული ნებისმიერი საფასური უკან არ გიბრუნდებათ. ამასთანავე, შესაძლებელია დაგეკისროთ კანონმდებლობიტ გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახადი.

- ანგარიშის მფლობელები ცალმხრივად არიან პასუხისმგებელნი ნებისმიერ გადახდილ გადასახადზე. ეს მოიცავს ყველა შესყიდვებსა და მოქმედ გადასახადებს, იმ შესყიდვებსაც კი, რომლებიც განხოციელებულია უკანონოდ, თაღლითურად და ყოველგვარი ნებართვის გარეშე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ანგარიში გატეხილია, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ჩვენ.

- ნებისმიერი ტიპის გადასახდელები ან საფასურები, რომლებსაც თქვენ იხდით მესამე მხარის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია vinspect.net ან vinspect.ge-თან, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა.

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოსა და საერთაშორისო კანონებით დაცულია შპს ვინსპექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც შედგება ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურებისგან და საკუთრების უფლებებისგან, ფლობის უფლებისგან და წილისგან. როგორც ჩვენი მომსახურების მომხმარებელი თქვენ თანხმობა უნდა განაცხადოთ, რომ არ გაამრავლოთ, შეცვალოთ ან შექმნათ რაიმე ნაშრომი ჩვენი შეთავაზებების საფუძველზე. გარდა ამისა, თქვენ იძლევით იმის გარანტიას, რომ არ გამოიყენებთ რაიმე ავტომატურ ან მექანიკურ პროცესს ჩვენი კონტენტის გადაღების ან მონიტორინგის მიზნით.

თქვენ უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ ჩვენი მომსახურების აღმნიშვნელი ნიშნები, ლოგოები, სასაქონლო ნიშნები, კომერციული დასახელებები, ან ბრენდის ნებისმიერი სხვა მახასიათებელი ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მესამე მხარის კონტენტი, რომელიც ჩნდება ჩვენს მომსახურებაში, არ არის გათვალისწინებული შპს ვინსპექტის უფლებებში.

ჩვენ უფლებამოსილნი ვართ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ, პირადად თუ სხვამხრივ გასცემთ, გამოვიყენოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღნიშნული პირობების შესაბამისად. ჩვენ ასევე უფლება გვაქვს გავუზიაროთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეებს და ქოლ ცენტრებს. გარდა ამისა, თქვენს მიერ წინამდებარე ინფორმაციის წარმოდგენა უფლებას გვაძლევს ჩვენ, მესამე მხარეებს და ქოლ ცენტრებს, გამოვიყენოთ თქვენი ტელეფონის ნომრები თქვენთან დასაკავშირებლად. არ წარმოადგინოთ ინფორმაცია თუ თქვენ არ გსურთ, რომ ტელეფონით დაგიკავშირდნენ.

შპს ვინსპექტი საკუთარ მომსახურეობებს ახორციელებს საქართველოში მდებარე ოფისიდან. თქვენს მიერ ჩვენი მომსახურებების გამოყენება ადასტურებს, რომ თქვენ იცავთ ჩვენს ყველა მოქმედ კანონმდებლობას, წესდებას, ბრძანებულებას და რეგულაციას.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რასაც აუცილებლად ვთვლით იმისათვის, რომ ავამოქმედოთ ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მომსახურების ყველა პირობა. ამაში იგულისხმება, რომ ვინსპექტისთვის აუცილებელია ყველა დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა. თქვენს მიერ შპს ვინსპექტის მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს, რომ თქვენ გვაძლევთ უფლებას გავუმხილოთ ნებისმიერი ნებაყოფლობითი ინფორმაცია კანონდამცავ ორგანოებს, მუნიციპალურ სუბიექტებს, ან სხვებს, რისი გამხელაც გონივრულად აუცილებელია თქვენს წინაშე რაიმე ვალდებულების გარეშე.

მესამე მხარის კონტენტი, რომელიც ჩნდება vinspect.net ან vinspect.ge-ზე და მესამე მხარის ვებ-გვერდებზე, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, არ არის შპს ვინსპექტის პასუხისმგებლობის საგანი. გარდა ამისა ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას მესამე მხარის მიერ შეგროვილ ინფორმაციაზე. ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობასთან, უსაფრთხოებასთან, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობასთან, სავაჭრო მდგომარეობასთან, ხარისხთან, საკუთრების ისტორიასთან ან უბედური შემთხვევების ისტორიასთან ან მონაცემებთან, რომლებსაც შეიცავს, ან რომლებიც არ არის გათვალისწინებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან რეგისტრაციის დოკუმენტში, რომელსაც გასცემს ნებისმიერი შტატი აშშ-ში ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათ შორის კოლუმბიის ოლქი ან კანადის ნებისმიერი პროვინცია.

 

- თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ უფლება გვაქვს დროდადრო შევწყვიტოთ ჩვენი მომსახურებები და რომ ჩვენ უფლება გვაქვს გავაუქმოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ დროს, თქვენთვის ყოველგვარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

- ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველვყოფთ არანაირ გარანტიას, მათ შორის გარანტიებს კომერციულ ვარგისიანობაზე, კერძო მიზნებისთვის შესაფერისობაზე, უფლებაზე და პირობების დაურღვევლობაზე. მომსახურებების უზრუნველყოფა ხდება „ისეთი ფორმით, როგორიც არის“ და „ხელმისაწვდომობის მიხედვით“. თქვენს იურისდიქციაში შეიძლება არ იყოს დაშვებული ასეთი ირიბი გარანტიების გამორიცხვა. არ არსებობს ასევე არანაირი გარანტია ნებისმიერი ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ინფორმაცია მოცემულია vinspect.net ან vinspect.ge-ზე, ან რომელიც შეიძლება ჩვენ გადმოგცეთ თქვენ. ეს მოიცავს ნებისმიერ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ ანგარიშში, ავტოაუქციონის ჩანაწერების შესახებ ანგარიშში, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესახებ ანგარიშში, ან ჩვენი VIN-ის დეკოდირების სამსახურის ან საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული განაცხადების კონტროლის სამსახურის ანგარიშში. ჩვენ არ ვამტკიცებთ, არ ვიძლევით დასტურს, არ ვანიჭებთ უფლებამოსილებას, ან ვადასტურებთ რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების დოკუმენტის, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დოკუმენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც თქვენ შეიძლება მოგეწოდოთ ნებსმიერი ჩვენი მომსახურების შედეგად ან რომელიც შესაძლებელია მესამე მხარის მომწოდებელმა გამოგიგზავნოთ. სხვა შეგროვილ ინფორმაციაში შეიძლება ზუსტად არ იყოს გადმოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ისტორია, მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალება დამტვრეული, დაშლილი და შემდეგ აწყობილი, დაშლილი, ხელახლა აწყობილი, ჩაუტარდა თუ არა მას ხელახალი რეკონსტრუქცია, იყო თუ არა იგი დაზიანებული ან ნებისმიერი სხვა სახით გაყალბებული.

- შპს ვინსპექტი და ნებისმიერი მისი პარტნიორი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ირიბი, განსაკუთრებული, შედეგობრივი ან საჯარიმო ზარალისთვის, მათ შორის მოხმარების უფლების, მონაცემების ან მოგების დანაკარგისთვის, იმის მიუხედავად ეს გამოწვეული იყო ერთობლივი მოქმედებით, დელიქტით თუ ნებისიმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების შედეგად:

  • vinspect.net ან vinspect.ge-ის, მისი კონტენტის ან მის მიერ უზრუნველყოფილი ნებისმიერი მომსახურების გამოყენების შეუძლებლობა
  • არაზუსტი კონტენტი, რომელიც შედეგია იმ შეცდომებისა და არასრული ინფორმაციისა, რომელიც დევს vinspect.net ან vinspect.ge-ზე, მის პროგრამულ უზრუნველყოფაში, პროდუქციასა თუ მომსახურებებში
  • ვებგვერდის გარიგებების საფუძველზე შეძენილი ან შესყიდული ალტერნატიული საქონლისა და მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • მონაცემთა გადაცემების ან მონაცემების შეცვლა და არაავტორიზებული წვდომა
  • მესამე მხარის ქცევა და განაცხადები, რომლებიც ჩნდება ჩვენს გვერდზე
  • ვალდებულებების შეუსრულებლობა ან შეფერხებები, რომლებიც არის ფორს-მაჟორული მოვლენის შედეგი
  • შპს ვინსპექტი საშუალებას აძლევს პარტნიორს შეისყიდოს მისი მომსახურება ბითუმად მისი შემდგომი გაყიდვის ან ხელახალი რეალიზაციის მიზნით.

ჩვენ უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს შევცვალოთ მომსახურების პირობები ან თავად მომსახურება. ასეთი ცვლილებები დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ხოლო თქვენის მხრიდან ახდენთ იმის დემონტრირებას, რომ იღებთ ამ ცვლილებებს თქვენს მიერ ჩვენი მომსახურებების უწყვეტი გამოყენების მეშვეობით.

განახლებული დოკუმენტის ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ მომსახურების პირობები დაუყოვნებლივ შედის ძალაში, რომელიც იგზავნება თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში.

ჩვენს ურთიერთობაზე კლიენტთან (კლიენტებთან) ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული საჩივრები, სარჩელები ან სამართალწარმოებები განიხილება საქართველოს სასამართლოებში. მხარეები შეუქცევადად აცხადებენ უარს, რამდენადაც ამის საშუალებას კანონი იძლევა, ნებისმიერ შედავებასთან დაკავშირებით, რომელიც მხარეს შეიძლება გააჩნდეს ამჟამად ან მომავალში იმ შეთანხმებულ ადგილთან დაკავშირებით, სადაც უნდა მოხდეს ისეთი დავის, სარჩელის, საჩივრის ან სამართალწარმოების განხილვა, რომლებიც წარედგინება სასამართლოს, ეს სავალდებულოა და ექვემდებარება აღსრულებას ნებისმიერ იმ სასამართლოში, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მხარე სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების პირობების რომელიმე ნაწილი ძალადაკარგულია ან არ სრულდება, ეს არ ვრცელდება მომსახურების სხვა დანარჩენ პირობებზე, რომლებიც კვლავ სრულყოფილად რჩება ძალაში. მომსახურების წინამდებარე პირობებს გააჩნია ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმების ძალა, სადაც აღწერილია თქვენს მიერ ჩვენი მომსახურების გამოყენების პირობები და მისით გამოირიცხება ჩვენსა და თქვენს შორის ადრე არსებული ნებისმიერი შეთანხმება. ჩვენს მიერ, მომსახურების წინამდებარე პირობებში გათვალისწინებული ნებისმიერი დებულების ან უფლების დაუცველობა არ უარყოფს ასეთ დებულებას ან უფლებას, ან მომსახურების წინამდებარე პირობების ნებისმიერ სხვა ასპექტს. დაიმახსოვრეთ, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ სხვა პირობების დაქვემდებარების ქვეშ, როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა პარტნიორულ მომსახურებებზე, მესამე მხარის კონტენტზე, ან მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ვალდებულებების ნებისმიერ ისეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია იმ პირობების გამო, რომლებიც ჩვენს კონტროლის მიღმაა.

ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ ამ ვებ-გვერდის გამოყენებით, ნებისმიერი იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ შესაფერისად მივიჩნევთ.

 

 

სადილერო პროგრამის ტერმინები

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია შპს ვინსპექტსა და ხელისმომწერ პარტნიორს შორის და მასში განსაზღვრულია პირობები პარტნიორის მიერ ვინსპექტის სადილერო პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ პროგრამის პირობების მიხედვით, შპს ვინსპექტი უზრუნველყოფს პარტნიორს ავტოსატრანსპორტო საშუალების ისტორიის შესახებ ანგარიშებით, მოცულობითი ფორმით.

  • პარტნიორი იხდის ანგარიშის კრედიტებს, რომლებსაც ვადა არ გასდის 60 დღის განმავლობაში, თითოეული შესყიდვის ხარჯი დამოკიდებულია აღნიშნული შესყიდვების რაოდენობაზე.
  • შპს ვინსპექტს უფლება აქვს დააწესოს საფასური ნებისმიერ გარიგებაზე, გადასახადებზე და ნებისმიერ სხვა ტიპის ხარჯებზე, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაიფაროს ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
  • შპს ვინსპექტისთვის განხორციელებული ყველა ანგარიშსწორება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, მხოლოდ შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით: (1) შემთხვევითი ანგარიშსწორება, (2) თუ ეს მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არის შეთანხმებული.
  • შპს ვინსპექტს უფლება აქვს შეცვალოს ფასწარმოქმნის საკუთარი სტრუქტურა მეორე მხარის წინასწარი შეტყობინების.
  • პარტნიორი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონტრაქტორს, რომელიც დაკავებულია შპს ვინსპექტის პროდუქციის შესყიდვის საქმიანობით საკუთარი მოხმარებისთვის ან კლიენტებისთვის მისი რეალიზაციის მიზნით. პარტნიორს არ გააჩნია უფლებამოსილება იმოქმედოს ჩვენი სახელით, დააკისროს ვალდებულებები ჩვენი სახელით აგენტს ან სამართლებრივ წარმომადგენელს.
  • პარტნიორს არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება დააკისროს რაიმე ვალდებულება შპს ვინსპექტის სახელით რაოდენობებთან, მიწოდებასთან, მოდიფიკაციასთან, ინტერფეისის უნარიანობასთან, პროგრამული უზრუნველყოფის შესაფერისობასთან ან სპეციალური აპლიკაციების შესაფერისობასთან დაკავშირებით.
  • პარტნიორი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკუთარ თავს შპს ვინსპექტის აგენტის ან ფილიალის სახით. პარტნიორი დაუყოვნებლივ წყვეტს ნებისმიერ წარმომადგენლობით ან ბიზნეს საქმიანობას, რომლებსაც ჩვენ არასწორად ან მაცდუნებლად მივიჩნევთ.
  • წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მისი მიღებისთანავე და ძალაში რჩება მანამ, სანამ რომელიმე პარტნიორი ან შპს ვინსპექტი არ შეწყვეტს მას წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად.
  • შპს ვინსპექტს ან პარტნიორს უფლება აქვთ შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმება რაიმე მიზეზის გარეშე, ნებისმნიერ დროს, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმების არც ვადის ამოწურვა, არც ვადაზე ადრე შეწყვეტა არ ანთავისუფლებს რომელიმე მხარეს რაიმე ვალდებულებისგან, რომელიც მას დაეკისრა შეწყვეტის თარიღისთვის.
  • შპს ვინსპექტს უფლება აქვს უზრუნველყოს პროვაიდერი წერილობითი შეტყობინებით წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ასეთი ცვლილებები ავტომატურად ხდება წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილი ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან შვიდი დღის განმავლობაში, თუ ეს შეტყობინებაში სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული.
  • შპს ვინსპექტი არ იძლევა გარანტიას, რომ იგი უზრუნველყოფს რომელიმე კერძო პროდუქციას, ან მომსახურებას განუსაზღვრელი ვადით ან განსაზღვრული პერიოდისთვის. შპს ვინსპექტს უფლება აქვს შეარჩიოს ნებისმიერი სპეციფიკაცია ან მისი პროდუქციის მახასიათებელი, რომელსაც იგი შეცვლის, უფლება აქვს ამოიღოს ნებიმიერი პროდუქცია ბაზრიდან და/ან ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროდუქციის მიწოდება.
  • პარტნიორი ახორციელებს შპს ვინსპექტის პროდუქციის რეკლამირებას და მისი რეალიზაციის პრომოუშენს ყველა შესაბამისი მედია საშუალებით. ეს მოიცავს სავაჭრო გამოფენებს, კატალოგებს და პირდაპირ საფოსტო გზავნილებსს, სივრცულ რეკლამირებას, საგანმანათლებლო შეხვედრებს, სარეალიზაციო-პრომოუშენულ რეკლამებს, ვებ-რეკლამირებას, და ა.შ. შპს ვინსპექტი ვალდებულია დაამტკიცოს ყველა ასეთი მასალა, რომლისთვისაც გამოიყენება მისი სახელი და სასაქონლო ნიშნები.
  • არც შპს ვინსპექტს და არც პარტნიორს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა ნებისმიერი მხარის წინაშე ნებისმიერი შეფერხების ან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ან ფორს-მაჟორული მოვლენით გამოწვეული სიტუაციის გამო, როგორიცაა შტორმი, ხანძარი, მსხვერპლი, სამუშაოს შეჩერება, დანადგარის გაუმართაობა, აჯანყება, საგანგებო მდგომარეობა სახელმწიფოში, მთავრობის აქტი, სახელმწიფო მტრის მოქმედება, ან მსგავსი ან განსხვავებული თვისების სხვა მიზეზების გამო, რომლებიც მისი ან მათი კონტროლის მიღმაა.
  • პარტნიორი აღიარებს, რომ: (1) შპს ვინსპექტი ფლობს ყველა უფლებას, საკუთრების უფლებას და წილს შპს ვინსპექტის დასახელებაში და ლოგოტიპებში. (2) პარტნიორი არ იღებს არანაირ წილს ნებისმიერ ასეთ სასაქონლო ნიშანში ან კომერციულ დასახელებაში წინამდებარე შეთანხმების ძალით, წინამდებარე შეთანხმების საფუძვეზე მის მიერ გაწეული საქმიანობის გამო, ან მისი ვინსპექტთან ნებისმიერი დამოკიდებულების გამო.
  • პარტნიორს, რომელსაც უფლება აქვს მიუთითოს საზოგადოებას, რომ იგი წარმოადგენს “უფლებამოსილ პარტნიორს” წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში, უფლება აქვს ასევე გამოიყენოს ვინსპექტის სასაქონლო ნიშნები და კომერციული დასახელებები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ვინსპექტის პროდუქციის რეალიზაციასა და ლიცენზირებას, ხოლო თუ ეს განხორციელდება, ეს უნდა იყოს შპს ვინსპექტის მხრიდან გაცემული თანხმობის პირობების მკაცრი დაცვით.
  • წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროდუქციის გამოყენება, ასევე შპს ვინსპექტის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების გამოყენება.
  • შპს ვინსპექტი და პარტნიორი ვალდებულნი არიან გამოავლინონ სათანადო მზრუნველობა იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ნდობა და არ გაუმხილონ მესამე მხარეს სხვა მხარის მიერ მოწოდებული საკუთრებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურადაა მიჩნეული მისი მოწოდების მომენტისთვის. როგორც ეს ამავე პუნქტშია გამოყენებული, “სათანადო მზრუნველობა” ნიშნავს სიფრთხილის ღონისძიებებისა და სტანდარტული მზრუნველობის გამოჩენას, რომელსაც მხარე იყენებს იმისათვის, რომ დაიცვას მისი კუთვნილი ინფორმაცია, მაგრამ ეს მზრუნველობა არ უნდა აღემატებოდეს გონივრულობის ფარგლებს. წინამდებარე პუნქტის დებულებები ძალაშია წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტიდან ხუთი წლის განმავლობაში. გარდა წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულისა, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია, იმ მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელმაც მიაწოდა ეს ინფორმაცია.
  • წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე არ ხდება ნებისმიერი ლიცენზიის, ნებისმიერი პატენტის ან სხვა ინტელექტუალური უფლების სახით მინიჭება, რომელსაც შპს ვინსპექტი ფლობს, აკონტროლებს ან რომლისთვისაც იგი ფლობს ლიცენზიას.