Menu
Georgia Flag
UK Flag
Russia Flag

vinspect.ge - vin

ვინ კოდის უფასო დეკოდერი


ავტომობილის ისტორია

მეორადი ავტომობილის შეძენამდე ავტომობილის ისტორიის დეტალურ გადამოწმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილის დაფარული დეფექტების მიზეზით სრულიად გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც ავტომობილის შეძენამდე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ავტომობილის ვინ კოდი

ვინ კოდი (VIN - Vehicle Identyfication Number) ავტომობილის იდენტიფირებისათვის განკუთვნილ, 17 სიმბოლოსგან შემდგარ უნიკალურ კოდს წარმოადგენს. ვინ კოდის დეკოდირება იძლევა საშუალებას მოხდეს ავტომობილის ზუსტი მოდელის, გამოშვების წელის, ძარის ტიპის, მწარმოებელი ქარხნის, აღჭურვილობის და სხვა ინფორმაციის დადგენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შეძენამდე გაარკვიოთ და გადაამოწმოთ ავტომობილის ვინ კოდი. აუცილებლად განახორციელეთ ვინ კოდის დეკოდირება და შეადარეთ მონაცემები რეალიზატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ოდომეტრის (გარბენის მაჩვენებელი) ჩვენება

ავტომობილების ისტორიის ანგარიშები იძლევა ინფორმაციას ოდომეტრის (გარბენის მაჩვენებელი) ჩვენების შესახებ. აშშ-ს შემთხვევაში ოდომეტრის შესახებ ფედერალური კანონის მიხედვით, ავტომობილის რეალიზატორი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ავტომობილის გარბენის შესახებ. აშშ კონგრესის მიერ აღნიშნული რეგულაცია მიღებული იქნა გარბენთან დაკავშირებული მაქინაციებისაგან მომხმარებლის დაცვის მიზნით. ავტომობილს შესაძლებელია ისტორიაში მიენიჭოს „მექანიკური ლიმიტების გადაჭარბების“ ან „არაზუსტი გარბენის“ სტატუსი. ჩვენი სისტემები ახორციელებს ავტომობილის ისტორიის ანალიზს და ახდენს ავტომობილის გარბენის „ჩამოყრის“ პოტენციური ალბათობის დადგენას.


ავტომობილის დაზიანებები?

ავტომობილის ისტორიის ანგარიში უზრუნველყოფს დაზიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული თითოეული ჩანაწერის ქრონოლოგიურ აღრიცხვას. ავტომობილის დაზიანების ისტორია შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: წყალდიდობის შედეგად დაზიანება, ხანძრის შედეგად დაზიანება, სეტყვის შედეგად დაზიანება, წყლისაგან დაზიანება, ვანდალიზმი, ჯართის სტატუსით ჩამოწერა, აღდგენა, განახლება, შეჯახება და ა.შ. თითოეული ჩანაწერის შემთხვევაში მითითებულია შემთხვევის ზუსტი თარიღი და ინფორმაციის წყარო.

ავტომობილის საწარმოო დეფექტები

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლები ახორციელებენ ავტომობილების გაწვევას, როდესაც დგინდება, რომ მათ მიერ წარმოოებულ ავტომობილებს გააჩნიათ რაიმე სახის დეფექტი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში მწარმოებლები საკუთარი ხარჯებით ახორციელებენ აღმოჩენილი დეფექტის აღმოფხვრას. გაწვევის ინიციატორი შესაძლებელია ნებაყოფლობით იყოს მწარმოებელი ან გაწვევა დაევალოს ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისაგან (NHTSA). ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომწარმოებელი ვალდებულია გაასაჯაროოს ინფორმაცია აღმოჩენილი დეფექტისა და მისი აღმოფხვრის საშუალებებთან დაკავშირებით.

ავტომობილით სარგებლობა

ავტომობილის ისტორიის ანგარიში სხვა მონაცემებთან ერთად გვაწვდის ინფორმაციას ავტომობილით სარგებლობის შესახებ (ტაქსი, ლიზინგი, გაქირავება, პოლიცია, საჯარო უწყებების (ფედერალური, შტატის, ან მუნიციპალური) მიერ სარგებლობა და სხვა.

ავტომობილის ფოტომასალა

ავტომობილის ისტორიის ანგარიშებით შესაძლებელია ავტომობილის საარქივო ფოტოების მოძიება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფოტოები მეორდებოდეს, ვინაიდან მფლობელი ხშირად სხვადასხვა ერთეულებს ერთდროულად აწვდის ფოტომასალას. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ მფლობელი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კონკრეტული ავტომობილის რეალიზაციას. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ფოტოები სრულად ასახავს წინარე პერიოდში ავტომობილის დაზიანებებს.

ავტომობილის ტექნიკური მონაცემები

ავტომობილის ვინ კოდის მიხედვით, ავტომობილის ისტორიის ანგარიში აზუსტებს ისეთ მონაცემებს, როგორიც არის: ავტომწარმოებელი, მოდელი, ავტომობილის ტიპი, ძარის ტიპი, ძრავის ტიპი და მოცულობა, მწარმოებელი ქვეყანა, წარმოების წელი, გადაცემათა კოლოფის ტიპი, უსაფრთხოების პაკეტი და სხვა. ავტომწარმოებლის მიერ ვინ კოდში დაშიფრული ინფორმაციის შესაბამისად ანგარიში შესაძლებელია ზემოაღნიშნულ ინფორმაციას მოიცავდეს სრულად ან ნაწილობრივ. მოცემული ნაწილი იძლევა ვინ კოდის სიზუსტის გადამოწმების საშუალებას.

ავტომობილის მფლობელების რაოდენობა

ავტომობილის ისტორიის ანგარიში გვაწვდის ინფორმაციას ავტომობილის მფლობელების შესახებ ავტომობილის ყველაზე პირველი მფლობელის ჩათვლით. როგორც წესი, მფლობელის თითოეული შეცვლა ანგარიშში განცალკევებით გახლავთ მოცემული. ანგარიში აზუსტებს ყველა ტიპის მფლობელს (მაგ. ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო უწყება), რომელიც სარგებლობს კონკრეტული ავტომობილით. ვინაიდან ავტომობილით მოსარგებლის შეცვლა ყოველთვის არ გულისხმობს მფლობელობის ცვლილებას, ცალკეულ შემთხვევებში ანგარიში იძლევა ინფორმაციას მფლობელების სავარაუდო რაოდენობის შესახებ. მფლობელების სავარაუდო რაოდენობის განსაზღვრა ხდება მხოლოდ 1991 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილების შემთხვევაში.

ისტორიის ანგარიშის შეძენით თქვენ შეძლებთ ათასების დაზოგვას